გურჩიანი: იმედი არ მაქვს, რომ ომბუდსმენად  წარმადგენენ

გურჩიანი: იმედი არ მაქვს, რომ ომბუდსმენად წარმადგენენ

ომბუდსმენობის ერთ-ერთ კანდიდატს, თამარ გურჩიანს იმის მოლოდინი არ აქვს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის პოსტზე მას წარადგენს.

საპარლამენტო უმრავლესობა დღეს, ომბუდსმენობის კანდიდატებს - უჩა ნანუაშვილსა და თამარ გურჩიანს შეხვდა.

როგორც ჟურნალისტებს გურჩიანმა განუცხადა, შეხვედრაზე პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

 „უმრავლესობა დაინტერესდა იმ საკითხით, ბოლო ორი თვის მანძილზე, მიმდინარე პროცესებზე თუ რას ვფიქრობდი. გულახდილად გავაკეთეთ კომენტარი თვითმართველობებთან, საჯარო სასახურებიდან თანამშრომლების გათავისუფლებაზე,  დაკავებზე,  სადაც არსებობს  ეჭვები და ა.შ.აქ მხოლოდ იმიტომ ჩამოვედი, რომ პარლამენტს ვეცი პატივი და იმ არასამთავრობს, რომელთაც წარმადგინეს. არანაირი მოლოდნი არ მაქვს, რომ ამ პოსტზე წარმადგენენ“, - განაცხადა გურჩიანმა.