ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი გადაიდო

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი გადაიდო

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი გადაიდო. ამის შესახებ ჟურნალისტებს ისრაელის ელჩმა საქართველოში იუვალ ფუქსმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა.

ვიზიტის გადადების მიზეზი ელჩმა არ დააკონკრეტა. მისი თქმით, ამ დროისთვის უცნობია, როდის ჩამოვა საქართველოში ავიგდორ ლიბერმანი.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ისრაელის საინფორმაციო საშუალებებით ოქტომბერში გავრცელდა. აღნიშნული ცნობების თანახმად, ლიბერმანის ვიზიტი 2012 წლის ბოლომდე უნდა შემდგარიყო.