მიხეილ სააკაშვილმა მიხეილ მახარაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯიდოვა

მიხეილ სააკაშვილმა მიხეილ მახარაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯიდოვა

დღეს,  საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  ქვეყნის უმაღლესი ჯილდო - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი საქართველოს პარლამენტის წევრს - მიხეილ მახარაძეს გადასცა.

მიმართვისას პრეზიდენტმა მის  წარმატებულ სამეცნიერო და პოლიტიკურ  დამსახურებაზე გაამახვილა ყურადღება.

პრეზიდენტმა  კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა  ქვეყნის  აღმშენებლობის  საქმეში   გაწეული საქმიანობისთვის. 

 თავის მხრივ, მიხეილ მახარაძემ აღნიშნა, რომ ქვეყნის უმაღლესი ჯილდო კიდევ უფრო მეტი სტიმულია მისთვის, ქვეყნის ღირსეული მომავლისთვის განაგრძოს აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა.