გიგი უგულავა საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

გიგი უგულავა საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

თბილისის მერიისა და საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია „Jones Lang LaSalle“-ს ორგანიზებით,  სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“-ში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

შეხვედრაზე ქართველი და უცხოელი ექსპერტები,  საქართველოს უძრავი ქონების ბაზარის განვითარების პერსპექტივებს შეაფასებენ და საცალო ვაჭრობისა და ლოჯისტიკის სექტორებში ინვესტირების შესაძლებლობებს განიხილავენ.

კონფერენციაზე JLL (Jones Lang LaSalle) საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის კვლევის შედეგებს წარმოადგენს.

შეხვედრის მონაწილეები საქართველოს ბაზარზე შემოსვლით დაინტერესებული ბრენდებისა და ფრენჩაიზების მოთხოვნებს გაეცნობიან. საცალო ვაჭრობის სფეროში საქართველოში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიები საკუთრ მოლოდინებსა და გეგმებზე ისაუბრებენ.

საერთაშორისო კონფერენციას თბილისის მერი გიგი უგულავა დაესწრო და მის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.