Nabucco–ს პროექტში გერმანიას ავსტრია ჩაანაცვლებს

Nabucco–ს პროექტში გერმანიას ავსტრია ჩაანაცვლებს

Financial Times–ის ინფორმაციით, Nabucco–ს აქციონერთა საბჭოში აქტიურად განიხილავენ  გერმენული ენერგეტიკული გიგანტი კომპანიის RWE–ს მიერ საბჭოს დატოვების საკითხს. გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიას ავსტრიული კომპანია OMV ჩაანაცვლებს, რომელსაც უკვე გააჩნია გარკვეული წილი კონსორციუმში და ახლა მზადაა გერმანული RWE 16,7%–იც შეისყიდოს.

2012 წლის გაზაფხულის ბოლოს RWE AG–ს ხელმძღვანელმა იურგენ გროსმანმა განაცხადა, რომ კომპანია მზადაა ნავთობი სხვა ალტერნატიული გზებითაც შეიძინოს,რადგან გაზსადენ Nabucco–ს მშენებლობა კომპანიას საკმაოდ ძვირი უჯდება.

ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, გერმანულ მხარეს ამოძრავებს არა ეკონომიკური ასპექტები, არამედ ის რომ, გერმანიის მთელი ყურადღება ამჯერად მთლიანად გადართულია რუსულ პროექტზე „სამხრეთის ნაკადი“, რომლის მშენებლობაც 7დეკემბერს იწყება.