პან გი მუნი და ქეთრინ ეშტონი ისრაელს ებრაელთა განსახლების შეწყვეტიკენ მოუწოდებენ

პან გი მუნი და ქეთრინ ეშტონი ისრაელს ებრაელთა განსახლების შეწყვეტიკენ მოუწოდებენ

 გაეროს გენერალური მდივანი პან გიმუნი და გაეროს უმაღლესი კომისარი ქეთრინ ეშტონი ისრაელს მოუწოდებენ,თავი შეიკავოს მდინარე იორდანიის დასავლეთ სანაპიროზე ებრაელებისთვის 3 000 სახლის მშენებლობის გადაწყვეტილებაზე.

„საერთაშორისო სამართლის მიხედვით, განსახლება არაკანონიერია და თუ ეს ე.წ Е-1–ის პაკეტით განხორციელდება, ეს იქნება ფატალური დარტყმა ორ სახელმწიფოს შორის შემდგომი ურთიერთობებისთვის“,-აცხადებს პან გიმუნი.

თუ ებრაელების განსახლება -1- ის პაკეტით  განხორციელდა, ეს ნიშნავს, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმი დასავლეთ იორდანიის ნაპირებისგან მთლინად მოწყვეტილი აღმოჩნდება.

გაეროს უმაღლესი კომისრის შეფასებით, ეს განსახლება პირველ რიგში რეგიონში საშიშროებას შექმნას შეუწყობს ხელს.

„მე მოვუწოდებ ისრაელს, გამოიჩინოს ძალა და აღადგინოს მშვიდობიანი მოლაპარაკებები პალესტინასთან და არ განახორციელოს ის გეგმები, რაც ოკუპაციის ხასიათს ატარებს“,–აცხადებს ქეთრინ ეშტონი.

ისრაელმა გაეროს მიერ პალესტინის დამოუკიდებლობის ცნობის შემდეგ, საპასუხოდ გადაწყვიტა ებრაელთა განსახლება იორდანიის დასავლეთ  სანაპიროზე.