უნგრული პარტია წითელ ხაზს იქით გადავიდა

უნგრული პარტია წითელ ხაზს იქით გადავიდა

ბუდაპეშტში 10 000 ადამიანი შეიკრიბა და ნაციონალური პარტია “ უკეთესი უნგრეთისთვის“ ლიდერის მარტონ დენდეშის  ანტისემიტური მოწოდებები გააპროტესტა.

 ანტიფაშისტურ მიტინგს უნგრეთის მინისტრები,ოპოზიციური პარტიები და ამერიკისა და ისრაელის ელჩებიც ესწრებოდნენ.უნგრელების განცხადებით, პარტია ფაშისტურია და ის უკვე წითელ ხაზს გადავიდა, რაც დაუშვებელია“,-აცხადებენ მიტინგის მონაწილეები.

  რამდენიმე დღის წინ ნაციონალური პარტია “ უკეთესი უნგრეთისთვის“ ლიდერმა მარტონ დენდეშმა მოწოდებით მიმართა მთავრობას, შეედგინა სია იმ ებრაელებისა, რომლებიც ქვეყნის მთავრობაში ადგილებს იკავებენ და რომლებიც ქვეყნისთვის საშიშროებას წარმოადგენენ.