ზურაბ ნოღაიდელი: სააკაშვილის ტვინში  ხელისუფლებაში დაბრუნების იმედი არსებობს

ზურაბ ნოღაიდელი: სააკაშვილის ტვინში ხელისუფლებაში დაბრუნების იმედი არსებობს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით,  სააკაშვილის ტვინში ხელისუფლებაში რამდენიმე თვეში დაბრუნების იმედი არსებობს.

მისი თქმით,  ეს აზრი და ზოგადად,  იმედი აბსურდულია,  თუმცა აღნიშნავს, რომ ეს იმედი მაინც პოლიტიკის განმსაზღვრელია.

„სააკაშვილის ტვინში არსებობს ხელისუფლებაში დაბრუნების იმედი. თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“  უკან დაბრუნება გამორიცხულია. მაგრამ სააკაშვილს ჰგონია, რომ შეინარჩუნებს ტელევიზიებს და ბიზნესების დიდი ნაწილს. შეინარჩუნებს სასამართლოებს, თვითმმართველობას და ექნება საშუალება მობრუნდეს ხელისუფლებაში, მაგრამ ეს გამორიცხულია. თუმცა კოალიციისთვის ის ხიფათი იქნება და დამოკლეს მახვილივით მისი უკან დაბრუნების საშიშროება არსებობს“,- განაცხადა ნოღაიდელმა.