პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი შევა

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი შევა

საპარლამენტო უმრვალესობამ პარლამენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა, რომლის ინიცირებაც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტს დაახლოებით 80 დეპუტატი აწერს ხელს.

ცვლილებებით კი, კონსტიტუციიდან ამოღებული იქნება 48-ე მუხლი, რომელიც პარლამენტის ადგილსამყოფელს განსაზღვრავს და კონსტიტუციაში მითითებული აღარ იქნება ადგილსამყოფელი - თუ სად უნდა იყოს პარლამენტი.

უმრავლესობის შეფასებით, ეს პრინციპული გადაწყვეტილებაა და კონსტიტიციიდან არ  იგეგმება ქუთაისის ამოღება და თბილისის ჩაწერა.

რაც შეეხება უმცირესობის პოზიციას, ოპოზიცია აცხადებს, რომ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.