რა უნდა სალომე ზურაბიშვილს, რომ დაუმტკიცოს სენატორებს, ჰელსინკის კლუბს, რომ „შუა დერეფანი“ არსებობს, ჩინეთის ინტერესები არის, სხვისი არავისი და ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში იყვნენ და ითხოვდნენ ინვესტიციის ჩადებას, თურმე საქართველოს ხელისუფლებამ უარი უთხრა. ეს ხომ ცრუპენტელობა, მოღალატეობა და უსამშობლობაა?!, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ომი [რუსეთ-უკრაინის] ასე სწრაფად არ დამთავრდება. ევროპა დამოუკიდებლად აკეთებს განცხადებებს, რომ მოლოდინი აქვთ რუსეთის აგრესიის და მზად არიან გაუწიონ წინააღმდეგობა. იარაღის შესყიდვა დაიწყეს, რომ როგორმე არ შეჩერდეს რუსეთის მიერ ძალების ხარჯვა უკრაინის ფრონტზე. თუ ეს დივერსიფიცირებული იქნება სამხრეთ კავკასიისკენ, ეს იქნება ის, რაზეც საუბრობენ. ჩვენი მოგონილი ხომ არ არის?! რას ვაკეთებთ ისეთს, რომ თქვა, რომ რუსულ ორბიტაზე გადავედით?! რა უნდა სალომე ზურაბიშვილს, რომ დაუმტკიცოს სენატორებს, ჰელსინკის კლუბს, რომ „შუა დერეფანი“ არსებობს, ჩინეთის ინტერესები არის, სხვისი არავისი და ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში იყვნენ და ითხოვდნენ ინვესტიციის ჩადებას, თურმე საქართველოს ხელისუფლებამ მათ უარი უთხრა. ეს ხომ ცრუპენტელობა, მოღალატეობა და უსამშობლობაა?!“, - აღნიშნა ვოლსკიმ.