SMS–გზავნილებს დღეს ოცი წელი შეუსრულდა

SMS–გზავნილებს დღეს ოცი წელი შეუსრულდა

დღეს 20 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც მსოფლიოში პირველი SMS–შეტყობინება გააგზავნეს.1992 წელს ბრიტანეთის ტელეკომუნიკაციებისკომპანიის თანამშრომელმა ნილპეპოურტმა თავის კოლეგას ცოტა ადრე მიულოცა შობის დღესასწაული.

მას შემდეგ მსოფლიოს მოქალაქეები აქტიურად იყენებენ საქმიანი თუ პირადი ურთიერთობებისთვის SMS–გზავნილებს ,დღეისთვის მსოფლიოში რამდენიმე ტრილიონი ტექსტურ შეტყობინებაა გაგზავნილი.

ბოლო პერიოდში SMS–გზავნილების მოხმარება მნიშვნელოვნად შემცირდა, მას სმარტფონებმა კონკურენცია უკვე გაუწიეს.მის მომხმარებლებს კომპანიები  ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ უფასო სერვიზს სთავაზობენ.