რამდენიმე დღის წინ, გამოცემა “The Daily Telegraph”-ის ინფორმაციით, ამერიკელი მსახიობი ანჯელინა ჯოლი ბრიტანელებმა მიმდინარე ათასწლეულის ულამაზეს ქალბატონად აღიარეს.
ამ გამოკითხვის შედეგად მეორე ადგილი მსახიობმა ჯენიფერ ენისტონმა დაიკავა, მესამე პოზიცია კი მომღერალ კაილი მინოუგს ერგო.
მეოთხე-მეხუთე ადგილებზე შესაბამისად კეტრინ ზეტა ჯონსი და ტელეწამყვანი და პოპ-მომღერალი შერილ კოული აღმოჩნდნენ.
პირველი ათეულის დანარჩენ ადგილებზე მოხვდნენ: მსახიობები სკარლეტ იოჰანსონი და კირა ნაიტლი, მომღერალი ბიონსე, მსახიობები ლივ ტაილერი და ჰოლი ბერი.
ულამაზეს ქალბატონთა ოცეულს კი ამშვენებენ ქეით უინსლეტი, მეგან ფოქსი, ევა ლონგორია და შარლიზ ტერონი.