ზუსტი დრო

ზუსტი დრო

ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი ლუი არმსტრონგი საკუთარ ახალგაზრდობას ხშირად იხსენებდა:

 

- კარიერის დასწყისში, როდესაც სცენაზე გამოსვლას ვიწყებდი, გარკვეულ ფინანსურ სიდუხჭირეს განვიცდიდი. ამ მიზეზის გამო საათის ყიდვას ვერ ვახერხებდი.

 

ხშირად ღამე, დრო რომ გამეგო, საყვირზე ხმამაღლა ვიწყებდი დაკვრას. ვუკრავდი მანამ, სანამ რომელიმე გაბრაზებული მეზობელი არ დამიბრახუნებდა და არ მოჰყვებოდა ჩემს ლანძღვას: “ეს რა უბედურებაა, ღამის სამ საათზე საყვირის დაკვრა!”

 

ამ “მეთოდის” გამოყენებით ყოველთვის შემეძლო ზუსტი საათის დადგენა.