სილქ როუდ ჯგუფის განცხადება

სილქ როუდ ჯგუფის განცხადება

24 ნოემბერს მორიგი სასარგებლო შეხვედრა შედგა ენერგეტიკის მინისტრსა და სილქ როუდ ჯგუფის ხელმძღვანელ გიორგი რამიშვილს შორის. მოხარული ვართ, რომ ბატონმა კახი კალაძემ მხარდაჭერა გამოხატა ბახვისწყალზე ჰესების მშენებლობის საინვესტიციო პროექტის მიმართ.

მიგვაჩნია, რომ ამ კონკრეტულ საკითხზე სიუჟეტის მომზადებისას მე-9 არხის ჟურნალისტების მიერ გიორგი რამიშვილის მოხსენიება „სააკაშვილის მთავრობის ფავორიტ და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ბიზნესმენად“ არ არის გამართლებული.

მივმართავთ თხოვნით ჟურნალისტებს, მოერიდონ ჩვენი კომპანიისთვის და მისი დამფუძნებლებისთვის, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, პოლიტიკური თუ სხვა სახის იარლიყების მიკუთვნებას, რათა თავიდან ავიცილოთ მნიშვნელოვანი პროექტების და ზოგადად საინვესტიციო გარემოს დისკრედიტაცია.

სილქ როუდ ჯგუფი და მისი დამფუძნებლები იმედოვნებენ, რომ ექნებათ როგორც საზოგადოების, ასევე  მთავრობის მხარდაჭერა ქვეყნისთვის სასარგებლო საინვესტიციო პროექტებში.