ეგვიპტის პრეზიდენტმა უფლებები შეიკვეცა

ეგვიპტის პრეზიდენტმა უფლებები შეიკვეცა

ეგვიპტის პრეზიდენტმა მოჰამედ მურსიმ ეგვიპტის სასამართლოსთან მოლაპარაკება შეძლო. კომპრომისის მიხედვით, ხელშეუხებელი რჩება ეგვიპტის პრეზიდენტის მხოლოდ ის ბრძანება, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობას შეეხება.

ეგვიპტის პრეზიდენტის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული ახალი დეკლარაცია ძალაში მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩება,სანამ ქვეყნის სასამართლო მას არ გააუქმებს.

„ძმებმა მუსლიმებმა“ დღეს ტაჰრირის მოედანზე გამართული აქცია დროებით გადადეს, სანამ სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება ძალაში შევა და ის მურსის აბსოლუტურ უფლებამოსილებას შეკვეცს.

რამდენიმე დღის წინ ეგვიპტის პრეზიდენტმა მოჰამედ მურსიმ მიიღო კანონპროექტი,რომლის თანახმადაც, პრეზიდენტს აბსოლუტური ძალაუფლებას მიენიჭა და მის მიერ მიღებული კანონების გაუქმების უფლება სასამართლოსაც აუკრძალა.ეგვიპტე პრეზიდენტის ამ ნაბიჯმა აღაშფოთა და ტაჰრირის მოედანი ორი დღე მღელვარების ეპიცენტრად იქცა. ეგვიპტის ოპოზციამ მურსის „ახალი ეგვიპტელი ფარაონიც“ კი უწოდა.