ბელგიის სახელმწიფო დაზვერვის თანამშრომლების დამეგობრება სოციალურ ქსელებში შეიძლება

ბელგიის სახელმწიფო დაზვერვის თანამშრომლების დამეგობრება სოციალურ ქსელებში შეიძლება

ბელგიის სახელმწიფო დაზვერვის ზოგიერთი თანამშრომლის დამეგობრება  სოციალურ ქსელ LinkedIn–ში თავისუფლად შეიძლება–ამისათვის საჭიროა ფრანგულ ან ნიდერლანდურ ენებზე აკრიფოთ  მათი ორგანიზაციის დასახელება Sûreté de l'état ან Staatsveiligheid და საძიებო ქსელში რამდენიმე დაზვერვის თანამშრომელს უპრობლემოდ იპოვით. ამის შესახებ გამოცემა De Standaard წერს.

ამან ბელგიის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელობის და პარლამენტის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

„რუსეთის და ჩინეთის სპეცსამსახურებში ათასობით თანამშრომელი მსახურობს,მათგააჩნიათსაკადრო შტატებიც და აქვთ იმის დრო, რომ სოციალურ ქსელებში მსგავსი ინფორმაციებიმოიპოვონ და გამოიყენეონ. ამ დაუფიქრებელი ქმედებებით, ჩვენი ქვეყნის დაზვერვა ხელმისაწვდომი ხდება მტრისთვის“,–აღნიშნულია დაზვერვის ხელმძღვანელობის განცხადებაში.