საფრანგეთი სიირიის ოპოზიციას 1 მილიონ ევროს გამოუყოფს

საფრანგეთი სიირიის ოპოზიციას 1 მილიონ ევროს გამოუყოფს

საფრანგეთი სირიის ოპოზიციას 1 მილიონ ევროზე მატს გამოუყოფს, თანხა მთლიანად ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას მოხმარდება.

პარიზი მზადყოფნას გამოუთქვამს იმ დევნილებს, რომლებიც იძულებული გახდნენ სირია დაეტოვებინათ და სხვა ქვეყნებისთვის შეეფარებინათ თავი. ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სლორან ფაბიუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საფრანგეთმა ერთხელ უკვე გამოყო თანხა სირიის „სამოქალაქო საბჭოს მოქალქეებისთვის“, მაშინ ჰუმანიტარული მიზნით გამოყოფილმა თანხამ 1,2 მილიარდი ევრო შეადგინა.

საფრანგეთი გახლდათ პირველი ქვეყანა, რომელმაც სირიის ოპოზიციური კოალიცია ლეგიტიმურ ხელისუფლებად აღიარა.