ბიონსე საკუთარ თავზე ბიოგრაფიულ ფილმს იღებს (VIDEO)

ბიონსე საკუთარ თავზე ბიოგრაფიულ ფილმს იღებს (VIDEO)

ცნობილი პოპ-შემსრულებელი ბიონსე საკუთარ თავზე გადაღებული ბიოგრაფიული ფილმის რეჟისორი ხდება. ფილმის პრემიერა 2013 წელს 16 თებერვალს შედგება. მასში შესულია ფრაგმენტები, როგორც მომღერლის კონცერტებიდან, ასევე მისი პირადი და ოჯახური ცხოვრებიდან.

„ბიონსეს, როგორც მუსიკოსს ყველა კარგად იცნობს, თუმცა ბევრისთვის ის, როგორც უბრალო ადამიანი უცნობია.  ფილმში თავმოყრილი მასალები, მომღერლის გულშემატკივრებსა და სხვა მაყურებელს საშუალებას მისცემს ის ისეთივე სუფთა და გულწრფელი დაინახოს, როგორიც შინაგანადაა.  ბიონსე  შეუდარებელი ადამიანია“-აღნიშნავს, პროექტის ტოპ-მენეჯერი მაიკლ ლომბარდო

ბიონსეს ბოლო ალბომი „4“ გაყიდვაში 2011 წელს გამოვიდა.  2012 წლის აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ მომღერალი ახალი ალბომზე მუშაობდა. ასევე ცნობილი იყო, რომ მას კლინტ ისტვუდის ფილმში „A Star Is Born“ მთავარი როლი უნდა ეთამაშა. ოქტომბრის თვეში ცნობილი გახდა, რომ ბიონსემ  ფილმში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. რეჟისორმა გადაღებები მომღერლის ორსულობის გამოც კი გადადო.  

ისტვუდის სურათი 1976 წლის იმავე სახელწოდების ფილმის რიმეიკია. 1976 წელს გამოსული ფილმი „A Star Is Born“ 1954 წელს გადაღებული სურათის განახლებული ვერსია იყო. 1954 წელს გამოსული სურათი კი 1937 წელს გადაღებულ ფილმზე იყო დაფუძნებული.

ფილმის ორიგინალურ სიუჟეტში გადმოცემული იყო გოგონას ისტორია, რომელიც მსახიობობაზე ოცნებობდა. კარიერის გაკეთებაში  მას ვეტერანი მსახიობი ეხმარება, რომელმაც კარგად იცის დიდების და პოპულარობის გემო. „A Star Is Born“-ის 1954 წლის და 1976 წლის ეკრანიზაციებში ფილმის გმირი მსახიობობის ნაცვლად, მომღერლობაზე ოცნებობს.

სხვადასხვა დროს, ფილმში მთავარ როლს ასრულებდნენ ჯანეტ გეინორი, ჯუდი გარლანდი და ბარბარა სტრეიზანდი. ახლა კი ამ როლს ბიონსე ითამაშებს. მომღერლისთვის ეს პირველი კინოროლი არ არის. მან ითამაშა სურათებში „ვარდისფერი პანტერა“, „ოსტინ პაუერსი: გოლდმემბერი“ და „ოცნების გოგონა“.