უმცირესობა მთავრობის შენიშვნებს ეთანხმება

უმცირესობა მთავრობის შენიშვნებს ეთანხმება

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, მთავრობის შენიშვნებს ეთანხმება.

როგორც ჟურნალისტებს თაქთაქიშვილმა განუცხადა, პროექტით, გათვალისწინებულია ორგანიზებული დანაშაულის ჩამდენი პირები და ისეთი დამნაშავეების გათავისუფლება, რომელთა ქმედებებს ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

„პროკურატურა ძალიან სამართლიანად აკრიტიკებს კომიტეტს და მსგავსი მუხლების ამოღებას სთავაზობს. მთავრობამ გააკრიტიკა წარმოდგენილი კანონპროექტი იმის გამო, რომ მასში გათვალისწინებულია მთელი რიგი ისეთი დანაშაულები, რომელთა მიმართაც საერთაშორისო სამართალი ძალიან მკაცრ რეგულაციებს აწესებს. ჩვენ  მთავრობის ამ პოზიციას ვეთანხმებით. ჩვენთვის მიუღებელია ისეთი ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც ვიღაცის პერსონალურ ინტერესზეა მორგებული“, - დასძინა კანონმდებელმა.