პარლამენტი „ამინისტიის შესახებ“ პროექტზე მთავრობის შენიშვნებს გაითვალისწინებს

პარლამენტი „ამინისტიის შესახებ“ პროექტზე მთავრობის შენიშვნებს გაითვალისწინებს

პარლამენტს „ამინისტიის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, მთავარმა პროკურატურამ, შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების სამინისტროებმა ერთობლივი რეკომენდაციები მისცეს, რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი გაითვალისწინებს.

კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, მთავრობის მოსაზრებებისა და შენიშვნების აბსოლუტურ უმრავლესობაზე შეთანხმება არსებობს.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, პროკურატურა ეთანხმება იმ მიმდგომებს, რომ უნდა იყოს შეღავათები იმ პირების მიმართ, რომლებიც მსჯავრდებულები არიან ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. ამასთან, შეღავათები უნდა გავრცელდეს გაუფრთხილებელ დანაშაულზე, მჯავრდებულ ქალებზე, ასევე არასრულწლოვანებზე.

პროკურატურის შეფასებით, არ უნდა მოხდეს, იმ პირების სრულად გათავისუფლება, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ხშირი ალბათობით გამოირჩევიან.

რაც შეეხება ნარკომომხმარებლებს,  პროკურატურის მოსაზრებით, პირები, რომლებიც ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციისა და პარალელურად მოხმარების გამო  იხდიან სასჯელს, ამნისტია არ შეეხებათ.

ამასთან, იუსტიციის სამინისტრო პირობითი სასჯელისგან ყველა მსჯავრდებულის გათავისუფლების ინიციატივას არ იზიარებს.