მაია ფანჯიკიძე ერიკ რუბინს შეხვდა

მაია ფანჯიკიძე ერიკ რუბინს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინს შეხვდა.

შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინსიტროში დახურულ კარს მიღმა გაიმართა და მას მინისტრის პირველი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე და აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდიც ესწრებოდნენ.

შეხვედრის შემდეგ მხარეებს მედიისთვის კომენტარები არ გაუკეთებიათ. დღესვე, დაგეგმილია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის შეხვედრა უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიასთან.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ერიკ რუბინი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდება.