ამსტერდამში საბავშვო ევროფესტივალის გახსნის ტრადიციული ცერემონია გაიმართა(VIDEO)

ამსტერდამში საბავშვო ევროფესტივალის გახსნის ტრადიციული ცერემონია გაიმართა(VIDEO)

2012 წლის საბავშვო ევროფესტივალის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას ქართული დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ორგანიზატორებმა რიგით მეათე საბავშვო ევროვიზიის კონკურსანტებსა და დელეგაციებს ამსტერდამში სასტუმრო „მერკურში“ უმასპინძლეს.

საღამოს კიმ-ლიენი და ევოუთი უძღვებოდნენ. ევროფესტივალის კონკურსანტების გარდა, დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგნენ კიმ- ლიენი და 2009 წლის საბავშვო ევროფესტივალის მონაწილე ჰოლანდიელი ვარსკვლავი რალფ მაკენბაჩი.

ევროფესტივალის გახსნა ტრადიციული ცერემონიაა, რომელიც მასპინძელი მაუწყებლის ორგანიზებით, ყოველწლიურად ტარდება.

მეათე საბავშვო ევროფესტივალის ფინალი "ჰეინეკენის მიუზიკ ჰოლში" (HMH) პირველ დეკემბერს ჩატარდება. კონკურსის პირდაპირი ეთერით ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი 23:15 საათიდან განახორციელებს.

საბავშვო ევროფესტივალის წამყვანები კიმ - ლიენი (Kim-Lian van der Meij) და ევოუთი (Ewout Genemans) იქნებიან.

კონკურსში წელს 12 ქვეყანა მონაწილეობს. ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი The FUNKIDS მე-10 ნომრად იმღერებს.