მსახიობ გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ცობეხიას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დღეს მიიღო.
სასამართლოს სხდომის დაწყებამდე ბრალდების მხარემ შეცვალა ბრალდების ფორმულირება და 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტი, რომელიც 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს, 108-ე მუხლით შეცვალა.
ბრალდების მუხლის შეცვლას, რომელიც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ბრალდებულიც დაეთანხმა.
ბექა ცობეხიამ ჩადენილი დანაშაული აღიარა. მის მეგობარს ნიკოლოზ ბაძაღუას კი, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედებოდა ბრალი, 4 თვით და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
გიორგი ფოჩხუას ოჯახი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენს არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას გეგმავს.
26 წლის მსახიობის და რეჟისორის გიორგი ფოჩხუას ცხედარი 14 ივლისს ანაკლიის ზღვამ სასტუმრო „ანაკლიის" ტერიტორიაზე გამორიყა. ცხედარს სახისა და ყელის არეში მრავლობითი დაზიანებები