რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფებოდა.
სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ნიდერლანდების სამეფოში მმართველი პარტიის - VVD-ს მიწვევით ჩავიდა და ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
ამის შესახებ განცხადებას სამინისტრო ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრა გამართა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
„შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი, „რესპუბლიკელი“ თინათინ ხიდაშელიც ესწრებოდა. ჰოლანდიურმა მხარემ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის, მათ შორის არაღიარების პრინციპის მიმართ. როგორც ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, ასევე განხილული იქნება საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები.
ქეთევან ციხელაშვილი და თინათინ ხიდაშელი ვიზიტის ფარგლებში პარტია VVD-ს კონგრესსაც დაესწრნენ. მათ შეხვედრები გამართეს ჰოლანდიის პარლამენტის მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან, საერთაშორისო და ევროპის საკითხების კომიტეტების სპიკერებთან, საერთაშორისო განვითარების და ჯანდაცვის საკითხების სპიკერებთან“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ, გავრცელებულ განცხადებაში.