დღეს იაპონელებმა ახალი თაობის ტრანსპორტის“მაგლევის“პრეზენტაცია ჩაატარეს. ეს არის მატარებელი,რომელსაც რელსები არ სჭირდება და უბრალოდ „დაცურავს“. „მაგლევს“ შეუძლია საათში 310 კმ. სიჩქარე განავითროს,მატარებელში კი 1000–მდე მგზავრი ეტევა.
მატარებელი იაპონიაში ექსპლუატაციაში 2027 წლისთვის შევა და ყველაზე გადატვირთულ მაგისტრალს– ტოკიოსა და ნაგოიას მარშრუტს მოემსახურება.
The Telegraph–ის ინფორმაციით, ეს არის ყველაზე მაღალტექნიკური და ჩქაროსნული მატარებელი,რომლის შექმნაც იაპონელებმა 2012 წლის ბოლოსთვის მოახერხეს და მისი პრეზენტაციაც მოახდინეს. ტოკიო–ნაგოიას მარშრუტი დღეს 90 წუთში იფარება, იაპონელებივარაუდობენ, რომ “მაგლევი“ ამ მანძილის დაფარვას 40 წუთში შეძლებს.