თეა წულუკიანი: პრემიერისგან ინსტრუქცია მივიღეთ, რომ მთავრობის არცერთმა წევრმა ბიზნესთან არ უნდა იმეგობროს

თეა წულუკიანი: პრემიერისგან ინსტრუქცია მივიღეთ, რომ მთავრობის არცერთმა წევრმა ბიზნესთან არ უნდა იმეგობროს

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანი განცხადებით, მთავრობის წევრებმა პრემიერ-მინისტრიგან მკაცრი ინსტრუქცია მიიღეს იმის თაობაზე, რომ ბიზნსს გაემიჯნონ.

როგორც მან ტელეკომპანია „მაესტროს“ პრეს-კლუბში სტუმრობისას განაცხადა, აღნიშნული მოთხოვნა მკაცრად უნდა დაიცვას მთავრობის თითოეულმა წევრმა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი სახელისუფლებო გუნდს დატოვებენ.

წულუკიანის განმარტებით, ეს მოთხოვნა იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლება და ბიზნესი ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს.

ის რომ წინა ხელისუფლების პირობებში ბიზნესი იყო ტერორის ქვეშ, არისთვის არ არის საიდუმლო. არაერთი ბიზნესმენი თავის გადასარჩენად მჭიდროდ მეგობრობდა სახელისუფლებო წრეებთან და შემდეგ თავის მხრივ, თვითონ ატერორებდა სხვა ბიზნესს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბიზნესებს შორის დავები გახშირდა. ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებს მოუწოდა, თავინთი კომერციული დავები ერთმანეთში მოერიგებინათ. ეს შედგა თუ არა, არ ვიცით, რადგან, ჩვენ მივიღეთ პრემიერისგან ინსტრუქცია, რომელიც მკაცრად უნდა დაიცვას ყველამ - მთავრობის არცერთი წევრი ბიზნესთან არ იმეგობრებს, ხოლო ვინც ამას გააკეთებს, ის პირველი დატოვებს გუნდს. ხელისუფლება და ბიზნესი გამიჯნული უნდა იყოს ერთმანეთისგან“ - განუცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებს.