სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარქისიანის განცხადებით, სომხეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში გაატარებს პოლიტიკას, რომელიც მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს. ეს განცხადება სარქისიანმა ლიბანის პრეზიდენტ მიშელ სულეიმანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ მე ხაზს ვუსვამ, რომ სომხეთი გააგრძელებს რეგიონში პოლიტიკას, რომელიც მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს. ჩვენ გამოვრიცხავთ ყარაბაღის მიმართ ძალოვანი მეთოდების გამოყენებას და კონფლიქტის დარეგულირებას ეუთოს მიერდადგენილიოწესებით გავაგრძელებთ“,–განაცხადა სარქისიანმა.