საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „კიევ პოსტ“-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის სოციალური ქსელი „facebook“- ის ოფიციალური გვერდი აქვეყნებს.
როგორც პრეზიდენტის „facebook“- ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოსვლისას სააკაშვილმა საქართველოსა და უკრაინის მეგობრობასა და საერთო ღირებულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროინტეგრაცია ორივე ქვეყნისუალტერნატივო მომავალია.
„მიხეილ სააკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ის გამოცდილება გაუზიარა, რომელიც ქვეყანამ მისი და მისი გუნდის 9 წლიანი მმართველობის პერიოდში დააგროვა. მან ის ეკონომიკური და სამართლებრივი რეფორმები გამოყო, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტებმა რეგიონში ერთ-ერთი სამაგალითო მოდელად აღიარეს. გამოსვლისას, ქვეყნის პირველმა პირმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში დაწყებული პროგრესი კვლავ გაგრძელდება, რადგან ქართველი ერი წარსულში დაბრუნების არჩევანს აღარ გააკეთებს“,- ნათქვამია პრეზიდენტის „facebook“- ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციის თანახმად, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და არსებულ პროგრესზე კონფერენციაზე საკმაოდ ვრცლადისაუბრა უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრმა პიოტრ პოროშენკომ.
მისი შეფასებით,, ბოლო წლებში მიმდინარე ეკონომიკურმა რეფორმება ცხადყო, რომ საერთაშორისო ასპარესზე საქართველო მისაბაძიმაგალითი გახდა.
განსაკუთრებული ყურადღება მან იმ ცვლილებებზე გაამხვილა, რომელთა შედეგადაც საქართველოში ბიზნესის კეთება გამარტივდა.
პიოტრ პოროშენკომ თავისი მთავრობის წევრებს ამ წარმატებებისა და გამოცდილების გაზიარებისკენ მოუწოდა, რაც, მისივე თქმით,მნიშვნელოვანწილად განაპირობებს უკრაინის განვითარებასა და პროგრესს.