მარტვილის გამგეობის შენობა ისევ ბლოკირებულია

მარტვილის გამგეობის შენობა ისევ ბლოკირებულია

მარტვილის გამგეობის შენობასთან კვლავ ხმაურია. აქციის მონაწილეების გაღიზიანება „ნაციონალური მოძრაობის“  წევრის კობა სუბელიანის გამოჩენამ გამოიწვია.

ამ დრომდე ბლოკირებულია მარტვილის გამგეობის შენობა.

„მშვენიერი ადამიანი იყავი ადრე, დღეს რას ჩადიხართ“, - მიმართეს კობა სუბელიანს აქციის მონაწილეებმა.

კობა სუბელიანმა კი განაცხადა, რომ თუ ვინმეს რამე დაუშავეს, გამოძიებული უნდა იყოს.

აქციის მონაწილეებმა კობა სუბელიანს სახეში ფურცლები მიაყარეს.

რაც შეეხება მარტვილის გამგეობის შენობას, ის ამ დრომდე ბლოკირებულია.

ადგილობრივი მოსახლეობა  გამგებლის და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს.