ცნობილი რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი აცხადებს, რომ მასმედიის და ტელევიზიების განვითარებისთვის,უმჯობესი იქნება სახელმწიფო ყველა მასმედიის საშუალებიდან „წავიდეს“ და შეიქმნას ერთი საზოგადოებრივი არხი.ამის შესახებ პოზნერმა თავის ბლოგში დაწერა.
„ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ რუსეთს აქვს ისეთი ტელევიზიები,როგორიც პირველი არხი НТВ დ Россия ? ვის ეკუთვნის ეს არხები პირდაპირ თუ არაპირდაპირ? სახელმწიფოს. ვინ არის ლოგიკურად დამნაშავე? სახელმწიფო.
იმისთვის, რომ სიტუაცია გამოსწორდეს, საჭიროა სახელმწიფო, როგორც ფედერალური,ისე ადგილობრივი მასმედიიდან „წავიდეს“.
საჭიროა გავაკეთოთ ერთი საზოაგდოებრივი არხი, როემლიც არც სახელმწიფოზე და არც სარეკლამო ბაზარზე არ იქნება დამოკიდებული, დანარჩენი ორის პრივატიზება კი მოვახდინოთ და ისინიც აღარ იქნებიან ხელისუფლებაზე დამოკიდებული. სამაგიეროდ, როგორც ეს დანარჩენ ქვეყნებში ხდება, კონკურენტუნარიანულები აღმოჩნდებიან და მათ ეთერშიც არ იქნება ის „პახაბშინა“, რასაც დროდადრო ვაწყდებით ხოლმე ამ არხებზე.
სისიულელეა? მე ხომ გაგაფრთხილეთ, რას იზამ!“,–წერს პოზნერი.