Financial Times –ის ინფორმაციით,დიდი ბრიტანეთი მზადაა, გაეროში პალესტინის მოთხოვნას სტატუსთან დაკავშირებით,მხარი დაუჭიროს.
მიუხედავად ამერიკის და ისრაელის წინააღმდეგობისა, პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი მზადაა 29 ნოემბერს გაეროში პალესტინის დამოუკიდებლობის სტატუსთან დაკავშირებით, განაცხადი შეიტანოს.
ბრიტანელ პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ისრაელ–პალესტინის კონფლიქტმა ორგანიზაცია ფახტის და თვით მაჰმუდ აბასის ავტორიტეტი საგრძნობლად დაწია.
„ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ პალესტინელების მოსაზრებას და მათი პოზიციებიც გავამყაროთ.აბასი მხარდაჭერას საჭიროებს“,–აცხადებს ბრიტანელები.
შარშან აბასი ეცადა გაეროში პალესტინისთვის დამოუკიდებელი რეგიონის სტატუსი მოეპოვებინა, თუმცა უშედეგოდ.