ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ადგილობრივ თვითმმართველობებზე ზეწოლის ფაქტს უარყოფს.
საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მხრიდან ადგილობრივ თვითმმართველობებზე კოალიცია „ქართული ოცნების" სახელით მუქარისა და შანტაჟის ფაქტებთან დაკავშირებით გუშინ გავრცელდა.
„ჩვენი საზოგადოების ლეგიტიმური საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, ცალსახად ვაცხადებთ, რომ ზეწოლის არც ერთ პრეცედენტს, მუქარის ფაქტს საგამოძიებო სამსახურში ბოლო ერთი თვის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია. მივიჩნევთ, რომ დაუშვებელია ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან საგამოძიებო სამსახურის ფუნქციონირებაში ჩარევის მცდელობა და ჩვენი საქმიანობის პოლიტიზირება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აუცილებლად იმოქმედებს მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობების ფარგლებში" - ნათქვამია