ამ წუთებში, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, „ამინისტიის შესახებ“ კანონპროექტზე მსჯელობენ და პოზიციების შეჯერება პრინციპების დონეზე ხდება.
კომიტეტის სხდომას მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე, ასევე პროკურატურის, იუსტიციის, შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებიან.
კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას შეფასებით, პროექტის ამოცანაა, რომ მისი ჰუმანურობიდან გამომდინარე სიკეთე მოუტანოს მას, ვისაც ამნისტია უნდა შეეხოს.
ამ წუთებში, დეპუტატები პროკურატურის წარმომადგენლის მიერ რეკომენდაციებს ისმენენ.