ნარმანიას უწყებაში ევროკავშირის მხარდაჭერის ფარგლებში შესრულებული ვალდებულებები შეაჯამეს

ნარმანიას უწყებაში ევროკავშირის მხარდაჭერის ფარგლებში შესრულებული ვალდებულებები შეაჯამეს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების პროგრამის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  წარმომადგენლებთან ერთად, სხვა სამინისტროებისა და ევროკომისიის დელეგაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის თემა ევროკავშირის მიერ რეგიონული განვითარების მიზნით გაწეული მხარდაჭერის ფარგლებში შესრულებული ვალდებულებების შეჯამება და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე და პრიორიტეტულ მიმართულებებზე მსჯელობა გახლდათ.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით საქართველოს საბიუჯეტო დახმარების სახით 17 მლნ  ევროს  გამოყოფას დაპირდა. 

აღნიშნული თანხის ნაწილი 5 მილიონი ევრო პირველი ტრანშის  სახით  საქართველოს რეგიონული განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შემდეგ გადმოერიცხა. აღნიშნული თანხა რეგიონებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, საავადმყოფოების მშენებლობას, საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებას და ა.შ. მოხმარდა.

ამჟამად,  გაგზავნილია მოთხოვნა მეორე ტრანშის გამოყოფის თაობაზე.