თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი საქართველოში, ერთ-ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა კულტურის სფეროში. ფესტივალი უკვე მეცამეტედ ტარდება და ყოველი დეკემბრის დასაწყისში კინოს მოყვარულებსა და კინოინდუსტრიაში დასაქმებულ პროფესიონალებს, წლის მთავარ კინომოვლენას სთავაზობს. თბილისის კინოთეატრების ეკრანი ერთი კვირის განმავლობაში ეთმობა საფესტივალო, არაკომერციულ, ნოვატორულ, ექსპერიმენტულ, საავტორო თუ ე.წ. განსხვავებულ კინოს. კინოფესტივალის მთავარი მიზანია, წარმოგვიდგინოს მსოფლიო და ქართული კინემატოგრაფის საუკეთესო ნამუშევრები, მაყურებელს გააცნოს ახალი, მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე კინოპროდუქცია და ხელი შეუწყოს ქართული კინოინდუსტრიის განვითარებას.
ცნობილი გახდა, კინოფესტივალის ორ ნაწილად გაყოფილი 8 კაციანი ჟიურის ვინაობა. საერთაშორისო კონკურსს ჟიურის 5, ხოლო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსს სამ კაციანი ჟიური შეაფასებს.
კინოფესტივალის ჟურის თავმჯდომარე ცნობილი ირანელი კინორეჟისორი მწერალი, სცენარისტი, მემონტაჟე, პროდიუსერი და ადამიანის უფლებათა დამცველი მოჰსენ მახმალბაფია. საერთაშორისო კონკურსს მოჰსენ მახმალბაფტთან ერთად დინარა დრუკაროვა, ნიკოლაევა ვლადიმოვი, კრისტოფერ ჰემპტონი და ნიკა თავაძე შეაფასებენ.
მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ჟიური სამი წევრისგან შედგება. გრეგუარ კოლენი ფრანგი მსახიობი, პროდიუსერი, სცენარისტი და რეჟისორი. მაიკ დაუნი -ევროპული კინოაკადემიის ბორდის წევრი ბრიტანეთის კინოსა და ტელევიზიის აკადემიის საბჭოს წევრი და კინოფესტივალის ჟიურის ბოლო წარმომადგენელი სტეფან ლაუდინი ვარშავის კინოფონდის დამფუძნებელი.
შეგახსენებთ, თბილისის 13-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 3 დეკემბერს დაიწყება და 9 დეკემბრამდე გასტანს.