პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა პარლამენტს „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების განხორციელების ინიციატივით მიმართავს.
პარლამენტში წარდგენილ განცხადებაშია აღნიშნულია, რომ დროშა სახელმწიფო სიმბოლოა და მისი გამოყენება ცალკეული ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების სომბოლოდ დაუშვებელია.
კუკავას შეფასებით, თითქმის ყველა სახელმწიფო დაწესებულების შენობაზე ქართულ დროშასთან ერთად, უცხო ქვეყნის დროშის აღმართვა სახელმწიფო დროშის როლს და მნიშვნელობას აკნინებს.
„სხვა ქვეყნის დროშების აღმართვა ნებადართული იყოს მხოლოდ შესაბამისი დიპლომატიური მისიის კუთვნილ ავტომანქანებსა და მისიის ეგიდით ორგანიზებულ ღონისძიებებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
კუკავა პარლამენტს სთხოვს, რომ მის საკანონმდებლო წინადადებას სათანადო მსვლელობა მიეცეს.