ექსპერიმენტი სამხრეთ სამხედრო ოლქში (VIDEO)

ექსპერიმენტი სამხრეთ სამხედრო ოლქში (VIDEO)

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარებში ექსპერიმენტი ხორციელდება, რაც გულისხმობს სამთვიანი უწყვეტი წრთვნების რეჟიმში სხვადასხვა ქვედანაყოფების მომზადებას და ჯარების განსაკუთრებული შესაძლებლობების გამოვლინებას. ექსპერიმენტის მიზანია შეიარაღებული კონფლიქტების დაწყების შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეების დაუყოვნებელ მზადყოფნაში მოყვანა.ერთი შეხედვით, ქვეყნისათვის, რომელიც მრავალეთნიკური სუბიეტექბისაგან შედგება ჩვეულებრივი მოვლენა უნდა იყოს სავარაუდო კონფლიქტებისათვის მზადება, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი ერთი მთავარი დეტალი – წრთვნების არეალს წარმოადგენს სამხრეთ სამხედრო ოლქი, რომელიც როგორც ყველასათვის ცნობილია საქართველოსა და სამხრეთ კავკასიას ესაზღვრება. მეტიც, ამ სამხედრო ოლქის ბაზები–მე–4 (ცხინვალი,ჯავა), მე–7 (გუდაუთა, ოჩამჩირე) და 102 (გიუმრი–ერევანი) უშუალოდ სამხრეთ კავკასიაშია განლაგებული და სტრუქტურულად სამხრეთ სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის. შესაბამისად  წრთვნებმა ზაფხულის განმავლობაში მთლიანი კავკასია (ჩრდილოეთი და სამხრეთი) მოიცვა.

ექსპერიმენტის მუდმივ მიმდინარეობაზე კონტროლს და მომზადების დონის შეფასებას  სახმელეთო ძალების საბრძოლო მომზადების მთავარი სამმართველოს ოფიცრები ახორციელებდნენ.

აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდა ასეულების სწავლებები  და  დანაყოფები  ნამდვილი საბრძოლო პირობებისათვის მომზადნენ. სექტემბერში კი ექსპერიმენტის რეზულტატების ანალიზის შემდგომ, გაკეთდება დასკვნები, თუ რადონეზე არიან გაწრთვნილი დანაყოფები შეიარაღებული კონფლიქტებისათვის.

ექსპერიმენტის ფარგლებში განხორციელდა:

– მილსადენის ცალკეული ბატალიონის სპეციალური ტაქტიკური წრთვნა, რომლის მიზანი იყო სამხედრო მოსამსახურეების პრაქტიკული უნარჩვევებისა და მილსადენის ПМТП-100 განშლისა და საწვავი მასალების მთიანი რელიეფის პირობებში გადაქაჩვის სწავლებები. მათ სიმულაციურ–მოწინააღმდეგის დივერსიული ჯგუფების წინააღმდეგობის პირობებში, 75 კილომეტრიანი მაგისტრალი, არდონიდან კავკასიონის ქედზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრამდე გაიყვანეს. მილსადენის გავლის  უკიდურესი მაღალი წერტილი 3000 მეტრით განისაზღვრა (სავარაუდოდ როკის უღელტეხილზე). მასში მონაწილეობდა 200 სპეციალისტი და 30 ერთეული სამხედრო ტექნიკა. მილსადენს შესაძლებლობა გააჩნია გადაქაჩოს დღე–ღამეში 900 კუბური მეტრის სითხე. ასევე გააჩნია ПНУ-75 ტიპის გადასატანი საქაჩი სადგური, ემსახურება МСТ-100 ტიპის გადაბმის  მანქანა და კავშირგაბმულობის მობილური სადგური.მსგავსი მილსადენის წრთვნებში გამოყენება ბოლო 10 წლეულის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა პირველად სცადეს, რაც გვაფიქრებინებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მათ ბენზიმზიდებით საწვავის მომარაგების სერიოზული შეფერხება ჰქონდათ.

წრთვების დაწყებისთანავე, მასში ჩაერთვნენ ცხინვალის მე–4 ბაზის სატანკო დანაყოფები, რომლებმა პრაქტიკული მეცადინეობები სოფელ ძარწემში მოწყობილ პოლიგონებზე გამართეს. მათი მეცადინეობებიც ასევე აგებული იყო სამთო მომზადების პრინციპებზე. ძარწემის პოლიგონზე ზაფხულში ექსპლოატაციაში შევიდა სასროლეთის კომპლექსური მოწყობილობა, რომელის 2  კომპიუტერული მოდულისაგან შედგებ, იგი ერთდროულად უზრუნველყოფს 140 სამიზნის რადიომართვით წამოდგომას 1000 მეტრის მანძილზე და გათვლილია 4000 სამხედო მოსამსახურის მომზადებაზე. 26 ივლისიდან წრთვნებში უკვე მე–4 ბაზის მოტომსროლელი დანაყოფების ჩაერთვნენ და მათი მომზადება 5 დღეს გაგრძელდა.

საყურადღებოა, რომ წრთვნების დაწყებისთანავე, დაიწყო სამხრეთ სამხედრო ოლქის ყველა დანაყოფის ავტომობილებისა მუხლუხოიანი ტექნიკის მძღოლების შეკრება, რომელთაც 2 თვიანი სამხედრო გადამზადება გაიარეს. მათ შეასწავლეს მთის პირობებში რთული რელიეფის გადალახვის თავისებურებანი და მთაში 100 კილომეტრიანი მარშის შეუსვენებლად განხორციელება.

სწავლებების დროს გათვალისწინებუილი იყო ზაფხულის ცხელი პერიოდი, რაც გულისხმობდა პირადი შემადგენლობისათის გადახურების საწინააღმდეგო ინსტრუქციების გაცნობასა და დარიგებას. მოუწისრიგეს წყლის მათარები (ნორმა 20 საათში 4 ლიტრი მოცულობით) და სწავლებები 10 წუთიან შესვენებზე გათვალეს დასვენებისა და გაგრილებისათვის. ასევე, მაღალი სიცხისაგან თავის ასარიდებლად, სწავლებებისთვის გამოიყო დილისა და საღამოს საათები.

წრთვნები ერთდროულად მიმდინარეობდა კავკასიონის ქედის ცენტრალურ, დასავლეთი, აღმოსავლეთ და სამხრეთ ფერდობებზე.  ყარაჩაი ჩერქეზეთის რესპუბლიკაში წრთვნებს სამთო ნაწილები გადიოდა ( 33–ე სამთო მსროლელმა ბრიგადა).  ასევე, 25 აგვისტომდე,  წრთვნებს გადიოდა სომხეთში დისლოცირებული 102 ბაზის მოტომსროლელი ბატალიონი კემხუდის პოლიგონზე, სადაც ძირითადი ყურადღება გადატანილი იყო საბრძოლო ტექნიკის მართვის ათვისებასა და ბრძოლის პირობებში გამოყენებაზე. სწავლებებზე წარმოდგენილი იყო სამხრეთ სამხედრო ოლქის ყველა შენაერთი, რომლებიც  ექპერიმენტის განმავლობაში სარაკეტო ჯარებთან და არტილერიის დანაყოფებთან პარალელურ რეჟიმში ერთობლივ სწავლებას 3 ეტაპად გადიოდნენ.

პირველ აგვისტოსთვის სამთვიანი სასწავლო ექპერიმენტი ინტენსიურ ფაზაში გადავიდა და სამხრეთ სამხედრო ოლქის 24 პოლიგონზე ერთდროულად მიმდინარეობდა სახვადასხვა დანაყოფების სწავლებები. მათ შორის აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და სომხეთის ტერიტორიებზე. მთელი აგვისტოს განმავლობაში სატანკო დანაყოფები ითვისებდნენ Т-90–მართვასა და ამ ტიპის ტანკებიდან  საბრძოლო ჭურვებით სამიზნეების განადგურების ტექნიკას.

აგვისტოშივე "დარიალის" პოლიგონზე წრთვნებს სამხედრო მზვერავებთან ერთად სადესანტო–მოიერიშე ქვედანაყოფები გადიოდნენ.

სახმელეთო ოპერაციებსზღვიდან მხარს უჭერდნენ შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო გემები«Азов» და  «Ямал», ასევე კასპიის ფლოტილიის დანაყოფები. მთლიანად საველე გასვლებზე იმყოფებოდა 19 000 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 3000 ერთეული საბრძოლო ტექნიკა. ამათგან 10000 არტილერისტი იყო, რომლებმაც 16 პოლიგონზე გამოსცადეს «Смерч», «Ураган», «Град»;  «Мста-Б», Д30; «Мста-С», «Акация», «Гвоздика»;  «Нона», «Василек», «Поднос»   ტიპის ქვემეხები და ნაღმტყორცნები.

საქართველოს საზღვრის სიახლოვეს, "ტარსკოეს" პოლიგონზე სადემოსტრაციო, საჩვენებელი წრთვნები სარაკეტო–საარტილერიო დანაყოფებმა გამართეს. სწავლების თემა იყო: სარაკეტო არტილერიით პირობითი მოწინააღმდეგის განადგურება. ამ მიზნით ტარსკოეს პოლიგონზე 5000 სამხედრო მოსამხსახურე და 1000 ერთეული ტექნიკა იქნა თავმოყრილი.

წრთვნებში აქტიურად იყო ჩართული სამხრეთ სამხედრო ოლქის  საჰაერო–კოსმოსური ძალების პირადი შემადგენლობა. სწავლება სარდლის გენერალ მაიორ მიხაილ ნიკიფოროვის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. დამამთავრებელი ეტაპი სექტემბერში ასტრახანში აშულუკის პოლიგონზე С-300–ების საბრძოლო დემონსტრირებით გაიმართება.

წრთვნების საჰაერო მხარდაჭერას ახორციელებდა  СУ-24, Бе-12, Ан-26 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები და ვერტმფრენები Ка-27

ყოველივე ზემოთქმულის გათვალიწინებით, ნათელი ხდება, რომ კავკასიური სამთვიანი ექსპერიმენტი, რომელიც სტრატეგიული დონის წრთვნები უფროა, ვიდრე ტაქტიკური, მიმართული იყო რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების დემონსტრირებაზე.  უნდა ვივარაუდოთ, რომ რფ–ს შეიარაღებულმა ძალებმა ექსპერიმენტი,  სახმელეთო ჯარების საფარქვეშ სპეციალურად ჩაატარეს. ჩვენ როგორც ზემოთ ვნახეთ სახმელეთოს გარდა სწავლებებზე საზღვაო და კოსმოსური ძალებიც იყო წარმოდგენილი, რომელთა მართვა სახმელეთო ძალების სარდლობის პრეროგატივას ნამდვილად არ წარმოადგენს და ვერც შეძლებს.

ასევე სავაუდოა, და ჩვენის აზრით ამ ვარაუდს მყარი საფუძველი გააჩნია იმისა, რომ ექსპერიმენტი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისკენ  და მთლიანად ამ რეგიონში რუსული ძალის აშკარა დემონსტრირებაა. ამის დასტურია ანტისარაკეტო და კოსმოსური ძალების წრთვნებში ჩართვა, ვინაიდან შიდა კონფლიქტების წარმოქმნის ან განახლების შემთხვევაში, შეიარაღებულ ჯგუფების წინააღმდეგობის დასაძლევად მათ სტრატეგიული შეიარაღება არ დასჭირდებათ.

თუ რამდენად წარმატებული აღმოჩნდა ექსპერიმენტი, ან რაოდენი მზაობა არსებობდა მსგავსი მასშტაბური წრთვნებისათვის, ამას დამოუკიდებელ ექსპერტთა შემდგომი ანალიზი აჩვენებს–წრთვნების დასრულების შემდგომ. ერთი კი ფაქტად რჩება–აშულუკის პოლიგონზე დატრიალებულმა ტრაგედიამ, საბრძოლო მასალების საწყობის აფეთქებამ 26 აგვისტოს, სერიოზული ჩრდილი მიაყენა უძლეველი არმიის იმიჯს.

ექსპერტები: თემურ ჩაჩანიძე, სამხედრო მიმომხილველი; გიორგი ცხვიტავა, სამხედრო ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაცია.

განმარტება:

„ჩვენი ინსტიტუტი მუშაობს მრავალ თემაზე, ხოლო წინამდებარე მასალა წარმოადგენს მცდელობას, მოვახდინოთ აღნიშნული თემების პოპულარიზაცია, რათა მივაპყროთ საზოგადოების ყურადღება და ხელი შევუწყოთ ფართო მასებში დისკუსის წახალისებას თემებზე, რომლებიც ვფიქრობთ რომ მნიშვნელოვანია და უნდა ხვდებოდეს ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამდენად, „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისმხარდაჭერით მომზადებული ეს ანალიტიკური ვიდეო სიუჟეტები არ წარმოადგენენ ინსტიტუტის საბოლოო პროდუქტს. აღნიშნულ საკითხებზე მუშაობას ინსტიტუტი კვლავ აგრძელებს.“