სომხეთის პრეზიდენტს 11 თვის გაუცემელი ხელფასების დაბრუნებას სთხოვენ

სომხეთის პრეზიდენტს 11 თვის გაუცემელი ხელფასების დაბრუნებას სთხოვენ

ერევანში პრეზიდენტის სერჟ სარქისიანის სასახლის წინ დიდი საპროტესატო აქცია იმართება. აქ დილიდან პურკომბინატ „ნაირითის“ თანამშრომლები არიან შეკრებილნი და 11 თვის გაუცემელი ხელფასების გადახდას ითხოვენ.

მომიტინგეებთან პრეზიდენტის კანცელარიის თანამშრომელი გავიდა და პურკომბინატის თანამშრომლებს დაჰპირდა, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მათ 3 თვის ხელფასი გადაუხადონ, თუმცა მომიტინგეები პროტესტის შეწყვეტაზე უარს აცხადებენ და დავალიანების სრულად დაფარვას ითხოვენ.