“The Doors”-ის წევრებმა ახალი კომპოზიცია ჩაწერეს

“The Doors”-ის წევრებმა ახალი კომპოზიცია ჩაწერეს

ამერიკული მუსიკალური ჟურნალი “Rolling Stone”-ის ინფორმაციით, ლეგენდარული ჯგუფი “The Doors”-ის წევრებმა რეი მანზარეკმა და რობი კრიგერმა დიჯეი “Skrillex”-სთან ერთად ახალი კომპოზიცია ჩაწერეს. ეს ნამუშევარი შევა კინორეჟისორ ბარ-ლევის ახალ დოკუმენტურ ფილმში “Re: Generation”.

 

მუსიკოსებმა დიჯეისთან ერთად შეასრულეს მაილზ დევისის ცნობილი კომპოზიცია “Milestones”-ის ე. წ. ქოუვერ-ვერსია.

 

“The Doors”-ის ყოფილი წევრები 23 წლის დიჯეისთან თანამშრომლობით კმაყოფილები დარჩნენ და განაცხადეს, რომ სიმღერის ჩაწერის პროცესმა მათ ძველი დრო გაახსენა.

 

დოკუმენტური ფილმი “Re: Generation” ერთგვარ მუსიკალურ ექსპერიმენტს წარმოადგენს. ამ პროექტში ახლო წარსულის სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის წარმომადგენლები, ხუთ დიჯეისთან ერთად საერთო კომპოზიციებს ასრულებენ.

 

დოკუმენტურ სურათში ვიხილავთ ქანთრის, ჯაზის, როკისა და კლასიკური მუსიკის ისეთ ცნობილ წარმომადგენლებს როგორებიც არიან მარკ რობინსონი, ერიკ ბადუ, მარტ რივზი, “Pretty Lights”, “ Crystal Method” და ბერკლის სიმფონიური ორკესტრი.

 

დოკუმენტური სურათი “Re: Generation” მსოფლიო ეკრანებზე 2012 წლის დასაწყისში გამოვა და დაემთხვევა “გრემის” ნომინანტების  დასახელების საზეიმო ცერემონიალს.