მედვედევი: სირიის ოპოზიციისთვის მხარდაჭერა მიუღებელია

მედვედევი: სირიის ოპოზიციისთვის მხარდაჭერა მიუღებელია

რუსეთის პრემიერ მინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, საერთაშორისო სამართლის ნორმების გათვალისწინებით, საფრანგეთის მიერ სირიის ოპოზციისთვის მხარდაჭერა მიუღებელია. ეს განცხადება მედვეევმა გაზეთ Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

„საერთაშორისო სამართლის პრინციპების გათვალისწინებით, რომლებიც გაეროს მიერაა მოწონებული, არცერთ სახელმწიფოს, არცერთ ხელისუფლებას არ აქვს უფლება, განახორციელოს ქმედებები, რომლებიც ძალადობრივი მეთოდებით ითვალისწინებს მეორე სახელმწიფოს მთავრობის შეცვლას. ამიტომ ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც მეორე სახელმწიფოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარეს დგება, არღვევს ძალთა ბალანსს მეორე სახელმწიფოში“,-განაცხადა მედვედევმა.

რუსეთის პრემიერის განცხადებით, რუსეთს ნეიტრალური მდგომარეობა უჭირავს სირიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, თუმცა ბაშარ ასადის რეჟიმთან ურთიერთობებს ინარჩუნებს.