მუსიკალური გამოცემა “Billboard”-ის ინფორმაციით, ირლანდიურმა ჯგუფმა “The Cranberries” ახალ ალბომზე მუშაობა დაასრულა. მისი სახელწოდებაა “Roses” და გაყიდვაში 2012 წლის 13 თებერვალს გამოვა.
ეს ნამუშევარი ჯგუფისათვის ბოლო თერთმეტი წლის განმავლობაში პირველი აღმოჩნდა. წინა, რიგით მეხუთე ალბომი “Wake Up and Smell the Coffee” 2001 წლის ოქტომბერში გამოვიდა.
დისკი “Roses” მიმდინარე წლის აპრილ-მაისში ჩაიწერა ქალაქ ტორონტოში მდებარე “Metalworks Studios”-ში. მისი პროდიუსერი სტივენ სტრიტი გახლდათ.
ამ ახალ სტუდიურ ჩანაწერში შემდეგი თერთმეტი კომპოზიცია შევიდა.
1. Conduct
2. Tomorrow
3. Fire $ Soul
4. Raining In My Heart
5. Losing My Mind
6. Schizophrenic Playboys
7. Waiting In Walthamstow
8. Show Me
9. Astral Projections
10. So Good
11. Roses
ჯგუფმა “The Cranberries” აქტიური საკონცერტო მოღვაწეობა 2003 წელს შეწყვიტა და შემოქმედებითი შვებულება აიღო. მისმა წევრებმა დამოუკიდებელი მუსიკალური კარიერა წამოიწყეს. მაგალითად ჯგუფის ვოკალისტმა დოლორეს ო’ რიორდანმა ორი სოლო ალბომის გამოშვება მოასწრო.
ჯგუფი ერთად გასული წლის დასასრულს შეიკრიბა. მისი წევრების ინფორმაციით, ახალი ალბომის გამოშვების შემდეგ მსოფლიო ტურნეში გაემგზავრებიან.