ქელბაქიანმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 150 000 ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა

ქელბაქიანმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 150 000 ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა

გლდანის #8-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გეგი ქელბაქიანი 150 000 ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

მას საპყრობილესთან მეგობრები და ახლობლები დახვდნენ. ციხესთან გეგი ქელბაქიანმა მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ისინი არ ეთანხმებიან ბრალდებას და მისი მოადგილის პატიმრობასაც გაასაჩივრებენ.

მისივე თქმით, შეუძლებელი იყო კანონიერი შემოსავლების ჯერ გაშავება და შემდეგ ისევ გათეთრება.

ქელბაქიანმა კომენტარი წავკისში მშენებარე სახლებთან დაკავშირებითაც გააკეთა და აღნიშნა, რომ სახლები პირადად მისი შემოსავლებიდან შენდებოდა და არა ბიუჯეტის სახსრებით.

კომპანია „ენ სი სი"-ს გენერალურ დირექტორი გიორგი ქელბაქიანი და ამავე საწარმოს ფინანსურ დირექტორი არჩილ ჩოგოვაძე ორი დღის წინ დააკავეს. მათ ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ პუნქტებით, რაც 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.