ამერიკაში საშობაო ფასდაკლებები დაიწყო

ამერიკაში საშობაო ფასდაკლებები დაიწყო

Financial   Times-ის  ინფორმაციით, მილიონობით ამერიკელმა მადლიერების დღის სადღესასწაულო ინდაურის ჭამას თავი დაანება და მაღაზიებს მიაშურა. წელს საშობაო სეზონის ფასდაკლებით  გაყიდვები არა „შავ პარასკევს“, როგორც ამას ამერიკაში უწოდებენ, არამედ ხუთშაბათს , მადლიერების დღეს დაიწყო.

 ყოველწლიურად „შავი პარასკევი“ სულ უფრო და უფრო იწევს და ამერიკლებიც საშობაო ფასდაკლებით სულ უფრო ადრე სარგებლობენ.

გამოცემის ტანახმად,  მიჩიგანის შტატის ერთ-ერთ მაღაზიაში, მყიდველებმა ქუჩაში გამოტანილი დახლებიც კი დააზიანეს, რათა 2-ჯერ უფრო იაფად შეეძინათ ახალი ტელევიზორები.

გამოკითხვების თანახმად,  ყოველი მესამე ამერიკელი სულმოუთნელად ელოდება საშობაო ფასდაკლებების დაწყებას მაღაზიებში და მნიშვნელოვანი შენაძენების გაკეთებასაც გეგმავს.