ეგვიპტის სასამართლო პრეზიდენტ მურსის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს

ეგვიპტის სასამართლო პრეზიდენტ მურსის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს

ეგვიპტის საკონსტიტუტიციო სასამართლო პრეზიდენტ მოჰამედ მურსის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს. პრეზიდენტს ფიცის დადების და კონსტიტუციური საფუძვლების დარღვევაში ედება ბრალი.

სასამართლოს წარმომადგენლების განმარტებით, პირველად ქვეყნის ისტორიაში, მათ შეუძლიათ გამოიყენონ თავისი უფლებამოსილება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებასთან დაკავშირებით,რადგან მურსიმ თავი კანონზე მაღლა დააყენა.

მოჰამედ მურსის ახალი კანონის თანახმად, არავის აქვს უფლება მის მიერ მიღებული კანონები და დადგენილებები შეცვალოს, სასამართლოსაც კი. პრეზიდენტმა ქვეყნის მთავარი პროკურორი აბდელ მაგიდ მაჰმუდი თანამდებობიდან გაათავისუფლა და მოითხოვა იმ პირთა საქმეების ხელახალი გადახედვა, ვინც ჰოსნი მუბარაქის რეჟიმის დროს დემონსტრანტების დარბევაში დაადანაშაულეს.