პრეზიდენტის რეზიდენციასთან ტყიბულელი მაღაროელების  აქცია მიმდინარეობს

პრეზიდენტის რეზიდენციასთან ტყიბულელი მაღაროელების აქცია მიმდინარეობს

ტყიბულელი მეშახეები ძიძიგურის სახელობის მაღაროს გაუქმებას აპროტესტებენ და  პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქციას მართავენ.

მაღაროელები ტყიბულიდან თბილისში ოთხი ავტობუსით რამდენიმე საათის წინ ჩამოვიდნენ.

ერთ-ერთი მაღაროელის გიორგი ბაბუხადიას განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ ძიძიგურის სახელობის მაღარო არ დაიხუროს.

„მოვითხოვთ, რომ გავაგრძელოთ მუშაობა ისე, როგორც 1-ელ ოქტომბრამდე ვმუშაობდით“, - აღგანაცხადა ბაბუხადიამ.

მაღაროელების პროფკავშირების თავმჯდომარის, თამაზ დოლაბერიძის თქმით, ძიძიგურის სახელობის მაღაროს დახურვა ტყიბულში ყველა სავაჭრო ობიექტის დახურვას გამოიწვევს.

„ტყიბულის მაღაროები არ არის ბიზნესი. ეს არის სოციალური პროექტი. ამ ადამიანებს „ნაციონალური მოძრაობა“ და პავლე კუბლაშვილი სჯის იმიტომ, რომ მათ მხარი სხვა მაჟორიტარ დეპუტატს დაუჭირეს“, - განაცხადა დოლაბერიძემ.

მეშახტეების განმარტებით,  მაღაროების მფლობელი „GIG ჯგუფია“, რომლის მფლობელიც დავით ბეჟუაშვილია და სწორედ ამიტომ ისინი რევოლუციის 9 წლისთავზე აქციას პრეზიდენტის რეზიდენციასთან მართავენ.