ახალმა ხელისუფლებამ უნდა აღიაროს ოსი ხალხის გენოციდი და მოახდინოს ზარალის კომპენსირება

ახალმა ხელისუფლებამ უნდა აღიაროს ოსი ხალხის გენოციდი და მოახდინოს ზარალის კომპენსირება

სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო  1989 წლის 23 ნოემბრის წლისთავთან დაკავშირებით,  სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, მიმოიხილავს რა 1989-2012 წლების სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკისა და საქართველოს ისტორიას, აცხადებს, რომ ოსმა ხალხმა 1992, 2001, 2006 წელს ჩატარებულ რეფერენდუმებში სამჯერ დააფიქსირა თავისი ნება იყოს დამოუკიდებელი და ადრე და გვიან საქართველოსაც მოუწევს ამ რეალობის აღიარება.

„თუ საქართველოს ახალი ხელისუფლება ნამდვილად ცდილობს  სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან ურთიერთობების ნორმალიზაციას, პირველ რიგში უნდა მოაწეროს ხელი დოკუმენტს ცეცხლის გამოუყენებლობის შესახებ და აღიაროს ოსი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდი, დასაჯოს დამნაშავენი ჩვენი ხალხისთვის მიყენებული ზიანის გამო და მოახდინოს ზარალის კომპენსირება.

მხოლოდ ასეთ საფუძველზე შეიძლება მოხდეს კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის. საქართველოს ახალი ხელისუფლების მხრიდან წამოყენებულ მაცდურ იდეებს, ოსი ხალხი არ მიიღებს“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.