მინაშვილი  პროკურატურაში დაიბარეს

მინაშვილი პროკურატურაში დაიბარეს

უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, აკაკი მინაშვილი მთავარ პროკურატურაში დაიბარეს. მინაშვილი დღეს 14:00-საათზე შსს გენერალური ინსპექციის ყოფილი ხელმძღვანელს თენგიზ გუნავას საქმეზე მოწმის სტატუსით დაიკითხება.

თენგიზ გუნავა სამართალდამცავებმა ცოტა ხნის წინ იარაღის უკანონო ტარების და ნარკოტიკების ბრალდებით დააკავეს და იგი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 18 ნოემბერს გათავისუფლდა. გუნავამ მთავარ პროკურატურაში არჩილ კბილაშვილის სახელზე საჩივარი შეიტანა. გუნავას განცხადებით, მისი მისამართით უკანონობა განხორციელდა და პროკურატურისგან ამ ფაქტის გამოძიებას მოითხოვს.

ადვოკატების განმარტებით, გუნავას საქმეში არსებობს პროცესუალური დარღვევები. კერძოდ, თენგიზ გუნავა სამართალდამცავებმა 16 ნოემბერს, ღამის 02:00 საათზე სადარბაზოსთან დააკავეს, რის შემდეგაც ნარკოტიკული ნივთიერება და იარაღი ჩაუდეს.