კემერონი ევროკავშირის საერთო ბიუჯეტის გაზრდის წინააღმდეგია

კემერონი ევროკავშირის საერთო ბიუჯეტის გაზრდის წინააღმდეგია

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა როგორც ჩანს გადაწყვიტა ევროპარტნიორები გაანაწყენოს და სამაგიეროდ, თანაპარტიელები არ მოიმდუროს. კემერონმა ბრიუსელში მინდინარე ევროკავშირის საფინანსო სამიტზე განაცხადა, რომ ის წიანაღმდეგია ევროკავშირის საბიუჯეტიო ხარჯების გაზრდის.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებია. სწორედ იმ დროს, როდესაც ჩვენ უნდა მივიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და შევზღუდოთ ქვეყნის შიგნით საბიუჯეტო ხარჯები, არასწორი იქნებოდა საერთო ბიუჯეტის ხარჯები გაგვეზარდა“,-აღნიშნა კემერონმა.

ბრიტანეთის პრემიერის პარტიის წევრებმა  არ ეთანხმებიან ევროკავშირის გადაწყვეტილებას -შემცირდეს ქვეყნის შიდა საბიუჯეტი ხარჯები სხვა ქვეყნებისთვის ტრანშის გაზრდის ხარჯზე.

დევიდ კემერონი პირველი პოლიტიკოსია, რომელმაც ღიად გაუწია წინააღმდეგობა ევროკავშირის საბიუჯეტი ხარჯების გაზრდას.