ეგვიპტელები  ახალი პრეზიდენტის -„ეგვიპტის ფარაონის“ წინააღმდეგ

ეგვიპტელები ახალი პრეზიდენტის -„ეგვიპტის ფარაონის“ წინააღმდეგ

დღეს ეგვიპტის ოპოზიცია ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს გეგმავს მოჰამედ მურსის წინააღმდეგ. ეგვიპტის ახალმა პრეზიდენტმა საკუთრი უფლებამოსილების გაძლიერების შესახებ ახალი კანონი გამოსცა.

ნობელის პრემიის ლაურეატმა მოჰამედ ბარადეიმ მურსი „ეგვიპტის ფარაონად“ გადაქცევის სურვილში დაადანაშაულა.

მურსის ახალი კანონის თანახმად, არავის აქვს უფლება მის მიერ მიღებული კანონები და დადგენილებები შეცვალოს, სასამართლოსაც კი. პრეზიდენტმა ქვეყნის მთავარი პროკურორი აბდელ მაგიდ მაჰმუდი თანამდებობიდან გაათავისუფლა და მოითხოვა იმ პირთა საქმეების ხელახალი გადახედვა, ვინც ჰოსნი მუბარაქის რეჟიმის დროს დემონსტრანტების დარბევაში დაადანაშაულეს.