YouTube რუსული „შავი სიებიდან“ ამოიღეს

YouTube რუსული „შავი სიებიდან“ ამოიღეს

ინფორმაციის გავრცელებიდან, რომ როსპოტრებნადზორის განკარგულებით, რუსეთში ვიდოეჰოსტინგ YouTube-ს მოხმარება აიკრძალა, ზუსტად ერთ საათში საიტი „შავი სიებიდან“ ამოიღეს.

როგორც, როსპოტრებნადზორში განმარტავენ, მათ არანაირი პრეტენზია Google-ის, რომელიც ვიდოეჰოსტინგ YouTube-ის მფლობელია, არ აქვთ. ეს კი ტექნიკური შეცდომა გახლდათ.

„ეს მხოლოდ ტრქნიკური შეცდომა გახლდათ. ასეთი რამ  ხდება ხოლმე.  ჩვენ არანაირი პრეტენზია Google-ის მიმართ, რომელიც ვიდოეჰოსტინგ YouTube-ის მფლობელია, არ გვაქვს“,-აცხადებენ როსპოტრებნადზორში.